მთავარი მომხსენებლები

დარენ მანდი

ჰალის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

კრიტიკული ციფრული წიგნიერება: შემუშავება, მხარდაჭერა და მიწოდება

დოქტორი დარენ მუნდი ამჟამად არის ჰალის უნივერსიტეტის ხელოვნების, კულტურისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი სამეცნიერო მუშაობის არეალი მოიცავდა ციფრული ტექნოლოგიებისა და სწავლა-სწავლბეის შეთავსებას, როგორც ვირტუალურ, ისე ფიზიკურ საკლასო გარემოში. 2011 – 2014 წლებში დოქტორი მუნდი უძღვებოდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტს „ევროვერსითი“ (Euroversity), რომელიც 19 პარტნიორ უნივერსიტეტს მოიცავდა და რომლის ძირითად კვლევის მიზანს წარმოადგენდა სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უახლესი პროექტი DETECT, რომელშიც ის მონაწილეობს ცხრა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შეისწავლის კრიტიკული ციფრული წიგნიერების განვითარების საკითხს სასკოლო გარემოში და მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდებას მათი საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ერთად მეტი ჩართულობის მხარდასაჭერად.