ICETI 2023

მთავარი მომხსენებლები

მაია ბლიაძე

ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო

განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის

მაია ბლიაძე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. 2018 წლიდან არის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. იგი არის ბუნებისა და გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოების,  პროფესიული სასწავლებლებისთვის მომზადებული პირველი ინტერგრირებული ელექტრონული სახელმძღვანელოს „მეცნიერება და ტექნოლოგიების“ თანაავტორი, სასკოლო ატლასების, მონოგრაფიის, დამხმარე რესურსების, მეთოდური სახელმძღვანელოებისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

 

 

 

 

საიმონ რაილი

ედინბურგის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

გევინ მაქქეიბი

ედინბურგის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

ტრანსფორმაციული ემპირიული სწავლების გაძლიერება

საიმონ რაილი არის სტუდენტების ექსპერიმენტული სწავლის კათედრის ხელმძვანელი ედინბურგის უნივერსიტეტში და აგრეთვე ედინბურგის სამედიცინო სკოლის კლინიკურ მეცნიერებათა დეკანატის სწავლების დირექტორი. საიმონ რაილის არის უნივერსიტეტის მასშტაბით სტუდენტების მიერ ინდივიდუალურად შექმნილი კურსების (SLICCs) ინიციატივის აკადემიური ლიდერი.  ინდივიდუალურად შექმნილი კურსები (SLICCs) წარმოადგენს მოქნილ და მასშტაბურ ემპირიული სწავლისა და შეფასების ჩარჩოს, რომელიც იყენებს რეფლექსიის ელექტრონულ პორტფოლიოს.

გევინ მაქქეიბი წარმოადგენს ედინბურგის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურს. ის პასუხისმგებელია სტუდენტების დასაქმების, განვითარების და გამოშვებასთან დაკავშირებული სტრატეგიის, ინიციატივებისა და დებულებების მხარდაჭერაზე. გევინ მაქქეიბი უძღვება უნივერსიტეტის მასშტაბით სტუდენტების მიერ ინდივიდუალურად შექმნილი კურსების (SLICCs) ინიციატივას – მოქნილი და მასშტაბური ემპირიული სწავლისა და შეფასების ჩარჩოს – რომელიც იყენებს რეფლექსიის ელექტრონულ პორტფოლიოს. გევინ მაქქეიბი არის Reflection Toolkit-ის თანაავტორი, რომელიც წარმოადგენს აკადემიური პერსონალის და სტუდენტებისთვის შემუშავებულ რეფლექსიის ეფექტურ ღია წვდომის რესურსს.

 

ფაბიო ნაშიმბენი

ევროპის განათლების ფონდი (ETF), იტალია

ინკლუზიური და ეფექტური ციფრული განათლების პოლიტიკის ხელშეწყობა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ

ფაბიო ნაშიმბენი არის ევროპის განათლების ფონდის (ETF) ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს განათლების, მომზადების და დასაქმების სისტემების რეფორმის განხორციელებაში. მისი საქმიანობის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს დიგიტალიზაციისა და სწავლის ინოვაციები. ფაბიო ნაშიმბენის გააჩნია 25 წლიანი გამოცდილება ინოვაციებისა და ციფრული განათლების სწავლის სფეროში; იგი მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკომისია, შსო და UNICEF. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კვლევითი და ინოვაციური პროექტების შემუშავებისა და კოორდინირების (50-ზე მეტი პროექტი) ევროპის, ლათინური ამერიკისა, კარიბის, ხმელთაშუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია ღია განათლება, ციფრული წიგნიერება, ციფრული ინკლუზია. ის არის ევროპული დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელის (EDEN) უფროსი სტიპენდიანტი და სან პაულოს უნივერსიტეტის CEST ცენტრის წევრი (ბრაზილია) და ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის Nexa-ს ცენტრის წევრი.

ICETI 2023 კონფერენციის პროგრამა

ICETI 2023 აბსტრაქტების კრებული