კონფერენციის შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ორგანიზებულია ევროპის უნივერსიტეტის მიერ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

2025 წლის კონფერენციის ფოკუსი: მომავალზე ორიენტირებული კურიკულუმი და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.