ICETI 2022

მთავარი მომხსენებლები

ანასტასია ეკონომუ

ერთობლივი კვლევითი ცენტრი, ევროკომისია

SELFIEforTEACHERS: თვითრეფლექსიის ინსტრუმენტი მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მხარდასაჭერად

ანასტასია ეკონომუ არის ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ოფიცერი. ის ხელმძღვანელობს SELFIEforTEACHERS-ს, თვითრეფლექსიის ინსტრუმენტს, რომელიც ეფუძნება პედაგოგთა ციფრული კომპეტენციის ევროპულ ჩარჩოსა და DigCompEdu პროექტს. ანასტასია ეკონომუ ხელმძღვანელობდა მრავალ პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ანასტასია ეკონომოუ ფლობს ბაკალავრის ხარისხს განათლებაში (BSc) (ბოსტონის უნივერსიტეტი, აშშ) და მაგისტრის ხარისხს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში (არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ). ის ასევე ფლობს MBA ხარისხს (კვიპროსის უნივერსიტეტი).

 

 

 

დარენ მანდი

ჰალის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

კრიტიკული ციფრული წიგნიერება: შემუშავება, მხარდაჭერა და მიწოდება

დოქტორი დარენ მანდი ამჟამად არის ჰალის უნივერსიტეტის ხელოვნების, კულტურისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი სამეცნიერო მუშაობის არეალი მოიცავდა ციფრული ტექნოლოგიებისა და სწავლა-სწავლების შეთავსებას, როგორც ვირტუალურ, ისე ფიზიკურ საკლასო გარემოში. 2011 – 2014 წლებში დოქტორი მანდი უძღვებოდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტს „ევროვერსითი“ (Euroversity), რომელიც 19 პარტნიორ უნივერსიტეტს მოიცავდა და რომლის ძირითად კვლევის მიზანს წარმოადგენდა სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უახლესი პროექტი DETECT, რომელშიც ის მონაწილეობს ცხრა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შეისწავლის კრიტიკული ციფრული წიგნიერების განვითარების საკითხს სასკოლო გარემოში და მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდებას მათი საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ერთად მეტი ჩართულობის მხარდასაჭერად.

 

ICETI 2022 კონფერენციის პროგრამა

ICETI 2022 აბსტრაქტების კრებული